გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ქართველი კადეტი ლეიტენანტი ალექსანდრე პაპავაძე სენდჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემიის საუკეთესო უცხოელ სტუდენტად აღიარეს.

ალექსანდრე პაპავაძეს სამხრეთ უელსის ბრეკონის ქვეითთა საბრძოლო სკოლაში ჯილდო გადაეცა. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქართველი კადეტის დაჯილდოების ცერემონიაში. ელჩმა ალექსანდრე პაპავაძეს მიულოცა ეს დიდი წარმატება, რომელიც თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით არა მხოლოდ პირადად მის, არამედ საქართველოს აღიარებას წარმოადგენს.

აღნიშნული სკოლა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების 160-ე ბრიგადის შტაბ-ბინაში მდებარეობს. სკოლის ბატალიონი რეგულარულად იღებს მონაწილეობას საქართველოში გამართულ ერთობლივ საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში.

 

(Visited 49 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*