„თუ ხელისუფლებას უნდა ხალხის მოსმენა, ამისთვის უნდა ჩატარდეს პლებისციტი. ჩვენ კარდაკარ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას.მოვაგროვებთ იმდენ ხელმოწერას, რომ ხელისუფლებას ვაიძულებთ დაინიშნოს პლებისციტი“. „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„ „ევროპული საქართველოს“ მიდგომა ეფუძნება 25-წლიან ტრადიციას, როდესაც ქართველი ხალხი თავად ირჩევს პრეზიდენტს. როდესაც 2010  წელს ნაბიჯი გადაიდგა საპარლამენტო რესპუბლიკისკენ, დარჩა პრინციპი, რომ ხალხმა აირჩიოს პრეზიდენტი და იყოს მიუკერძოებელი არბიტრი. ჩვენი კრიტიკის საფუძველია, რომ პირდაპირ შეიკვეცა პრეზიდენტის უფლებები, ამიტომ ვითხოვთ პლებისციტის ჩატარებას. ოფიციალურად ჩატარდეს ხალხის გამოკითხვა და განსაზღვრონ უნდათ თუ არა ამ უფლების ჩამორთმევა.

„ევროპული საქართველოსთვის„ ბლოკები პოლიტიკური პლურალიზმისთვის აუცილებელია, ისევე როგორც პრინციპულია ბარიერის საკითხი ბევრი პატარა პარტიისთვის. „ქართული ოცნების“  მიზანია, რაც შეიძლება შეზღუდონ პოლიტიკური პლურალიზმი და ძალაუფლების კონცენტრაცია მოახდინონ“ , – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 46 times, 1 visits today)

კომენტარები