„მძღოლებს პოლიციის ავტომობილის ან გზებზე ვიდეოკამერის დანახვისას კანონმორჩილების შეგრძნება არ აქვთ და ეს განცდაც უნდა გაჩნდეს.უკონტაქტო პატრულირებით შესაძლოა ამას მივაღწიოთ“. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა.

„ჩვენი ყველა ინიციატივა გათვლილია იმაზე, რომ მძღოლებს წელიწადში რამდენიმე დარღვევის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ამ პროექტმა უნდა შეცვალოს ჩვენი საგზაო მოძრაობის სისტემა, ეს პროექტი არის მძღოლების ქცევაზე ზეგავლენის ახალი ინსტრუმენტი, არა ფულადი, არამედ ფსიქოლოგიური და შეეხება როგორც მდიდრებს, ასევე ღარიბებს. ნასვამი მძღოლების შემთხვევაში ქულების სისტემა არ მოქმედებს, პირდაპირ ჩამოერთმევათ მართვის მოწმობა.

დღევანდელი კანონმდებლობით მართვის მოწმობის ჩამორთმევის შემდეგ მძღოლი მიმართავს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და ჩამორთმევა ეცვლება 700-ლარიანი ჯარიმით, ეს რეგულაცია აღარ იმოქმედებს. თბილისში არის ავტომობილების კონცენტრაცია, ქვეყნის ავტომობილების რაოდენობის დაახლოებით ნახევარი. მას შემდეგ რაც კამერების ახალი სისტემა დამონტაჟდება, თბილისის პირობებშიც მოწესრიგდება მოძრაობა“ , – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 58 times, 2 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*