აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიურიურთიერთობების 25 წლისთავისა და ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობისაღსანიშნავად, 2017 წლის 2 მაისს საქართველოს მხარდამჭერი წერილით პრეზიდენტ დონალდ ტრამპსმიმართა. საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების ტედ პოსა (რესპუბლიკელი-ტეხასისშტატი) და ჯერალდ კონოლის (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) მიერ ინიცირებული წერილი წარმოადგენსსაქართველოსადმი აშშ-ის ორპარტიული ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთ მკაფიო მაგალითს, რომელსაცხელს აწერენ როგორც აშშ-ის რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი კონგრესმენები.

წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა დატერიტორიული მთლიანობისადმი. ამასთანავე,კონგრესმენები მოუწოდებენ პრეზიდენტს საქართველოსთანთავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებისაკენ და ამ მიზნითვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხზე მაღალი დონის დიალოგის გაღრმავებისაკენ. კონგრესმენები ასევემოუწოდებენ აშშ-ის პრეზიდენტს განაგრძოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მხარდაჭერა.წერილში ხაზგასმულია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა და აშშ-ისმხრიდან ამ პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების საჭიროება.

„25 წლის მანძილზე საქართველომ განაგრძო დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. საქართველომინსტიტუტების გაძლიერების, რეგულაციების შემცირების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა დასაგადასახადო სისტემის გამარტივების გზით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია როგორც პოლიტიკური,ასევე ეკონომიკური განვითარებისკუთხით. საქართველოს მიღწევები კიდევ უფრო დასაფასებელიარუსეთის მხრიდან მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე. რუსეთის ჯარი 2008 წელს საქართველოშიშეიჭრა და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპირება მოახდინა. რუსეთის ჯარი განაგრძობსსაქართველოს ტერიტორიის მცოცავ ანექსიას, და ოკუპირებულ რეგიონებსა და მის მომიჯნავეტერიტორიებზე ხშირად არღვევს ადამიანის უფლებებს, ასევეახორციელებსადამიანთა გატაცებას.“-აღნიშნულია წერილში.

„უსაფრთხოების სფეროში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოსმნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, კერძოდ ტერორიზმისწინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. საქართველო აშშ-ის ერთგული და სანდო პარტნიორია, რაც ყველაზე უფრონათლად ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის ჯარისკაცების მხარდამხარ ბრძოლაში აისახება. ავღანეთში მიმდინარესაერთაშორისო მისიაშისაქართველო შეიარაღებული ძალების რაოდენობით ერთ-ერთი ყველაზე უფრომსხვილი კონტრიბუტორია, რასაც მრავალი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. საქართველოსსამხედრო დანახარჯები, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს აღემატება – ზღვარი, რომელსაცნატო-ს წევრი მხოლოდ ხუთი ქვეყანა თუ აკმაყოფილებს. მოგიწოდებთ, რომ განაგრძოთ აშშ-ის მხარდაჭერანატო-ში საქართველოს გასაწევრიანებლად“ – ნათქვამია კონგრესმენების მიერ აშშ-ის პრეზიდენტისსახელზე გაგზავნილ წერილში.

„საქართველოს გააჩნია ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო და კავკასიისა და შავი ზღვის ფართო რეგიონითდაინტერესებული აშშ-ის კომპანიებისათვის ბიზნესის წარმოების კუთხით ხელსაყრელ გარემოსწარმოადგენს. შედეგად, აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობა ბოლო ათი წლის განმავლობაშიმნიშვნელოვნად გაიზარდა. 2016 წელს აშშ-მა საქართველოში 324 მილიონ აშშ დოლარზე მეტიღირებულების საქონლის ექსპორტი განახორციელა. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ აშშ-ის ადმინისტრაციას,რომ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის გასაფორმებლად საჭირო მოლაპარაკებებისდაჩქარება უზრუნველყოს. აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროშიმიმდინარე მაღალი დონის დიალოგმა უნდა ნათლად განსაზღვროს ის ვალდებულებები, რომელიც საჭიროათავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებების საწარმოებლად.ამგვარი სახის შეთანხმებასასარგებლო იქნება აშშ-ის, საქართველოსა და მთლიანად კავკასიისა და ცენტრალური აზიისრეგიონისთვის“ – აღნიშნულია კონგრესმენების წერილში.

„25 წელზე მეტია, რაც საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სანდო და სტრატეგიულიპარტნიორია. 2016 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიცხაზგასმით ასახელებს აშშ-ს როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და მოკავშირეს. 2016წლის სექტემბერში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მეგობართა ჯგუფისთანათავმჯდომარეების ჯერალდ კონოლისა

(Visited 49 times, 1 visits today)

კომენტარები