„მე და ჯარჯი აქიმიძე გვცნეს დაზარალებულებად. ახლა მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის ხელზე მოცემა. არ გამიკვირდება რომ აღმოჩნდეს, მე და ჯარჯის ჰალუცინაცია გვქონდა და მოგვეჩვენა, რომ გვცნეს დაზარალებულებად“. ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა, დავით დვალმა „ტვ პირველზე“, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.

„პირველი განცხადება 1 აპრილს შევიტანეთ, მაქსიმალური ვადა განსაზღვრულია 2 კვირით, უკვე 3 სამუშაო კვირა გავიდა და არანაირი პასუხი არ არის. ამიტომ უკვე იურისტების რჩევით შემდეგ ეტაპზე გადავედით, მივმართეთ მთავარ პროკურორს. მეტი ოპტიმიზმი არ მაქვს, მაგრამ პროცედურულად ასეა საჭირო, რომ ვთქვათ პროკურატურა არ რეაგირებს ჩვენს განცხადებაზე. უბრალოდ არ იციან რა გვიპასუხონ. ერთი მოთხოვნაა გავიგოთ რა სტადიაზეა საქმე, რატომ არის შეჩერებული, სულ მალე შესრულდება 5 წელი, რაც გამოძიება მიმდინარეობს.

რადგან ამ პროცესში მოდავე მხარე არის ქიბარ ხალვაში, მისი გადასაწყვეტია რას მოგვცემს, როგორ გაანაწილებს. 2012 წელს გამოძიების დაწყებისას ნამდვილად მეგონა, რომ სამართლიანობა აღდგებოდა. ხალვაშმა მაშინვე გამოაცხადა, რომ მასაც აქვს პრეტენზიები. ვიღაცას უნთებენ მწვანეს, ვიღაცას საქმეს უკეტავენ, ჩვენ გავხდით იძულებულები, რომ მოლოდინის რეჟიმში, მაყურებლის როლში გადავსულიყავით“ , – განაცხადა დავით დვალმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 37 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*