„პრეზიდენტის გადადგომას არ გამოვრიცხავ, რადგან ვხედავთ ღია კონფრონტაციას მთლიანად პარლამენტის მიმართ, რაც მის ანგარიშშიც ჩანდა. თუმცა, ეს არ არის ტრაგიკული სცენარი“. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ „ტვ პირველზე“, გადაცემა „რეაქციას“ ეთერში ისაუბრა.

„თუ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა არ ხდება გერმანიაში,  ვერ ვიტყვით რომ იქ ეს პროცესი არადემოკრატიულია. ის, რომ არაკონსტრუქციულია და პირდაპირი დაპირისპირება საკონსტიტუცი კომისიასთან დაიწყო პრეზიდენტის მხრიდან, ეს ნათელია. ის ღიად დაგვიპირისპირდა, რადგან ის არ იყო კომისიის თავმჯდომარე.

ჩვენი პრინციპი არასოდეს იქნება, რომ ვინც არ იზიარებს ჩვენს პრინციპებს, ის მტრად აღვიქვათ. როდესაც საქმე ეხება კონსტიტუციურ რეფორმას და დიდ ცვლილებებს, გასაგებია ოპოზიციური ჯგუფების რეაქციული დამოკიდებულება. ყველას ჰქონდა საშუალება, რომ მაქსიმალურად ჩართულიყო პროცესში და საბოლოოდ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიერ მოხდა გარკვეულ დებულებებზე და პრინციპებზე შეთანხმება.

ეს მოდელი ყველა მიმართულებით აუმჯობესებს მოქმედ კონსტიტუციას. პირველ რიგში ხელისუფლების დანაწილების პრინციპს აუმჯობესებს. ვიღებთ ძლიერ საპარლამენტო მოდელს, პარლამენტს ექნება ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, სასამართლოს ექნება დამოუკიდებლობის უფრო მაღალი ხარისხი. პრეზიდენტი იქნება მთავარსარდალი, ქვეყნის მეთაური და მთავარი ფიგურა საქართველოს ურთიერთობებში. არსებულ პოლიტიკურ ძალას არ ექნება გარანტია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს. გაცილებით უფრო დემოკრატიული იქნება ეს საარჩევნო სისტემა სხვა პოლიტიკური ძალებისთვის“ , – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 73 times, 1 visits today)

კომენტარები