2017 წლის 3 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ დღის წესრიგის საკითხს „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, რომელსაც წინ უსწრებდა ევროპის საბჭოს გენ. მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვა კონფლიქტზე საქართველოში (19 აპრილი). ამ გადაწყვეტილების მიღება იგეგმება ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 2014, 2015 და 2016 წლების გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომლებშიც გამოხატულია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამახვილებულია ყურადღება რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისგებლობაზე, როგორც ქვეყნისა, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილდება საქართველოს რეგიონების – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი – მიმართ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ნაბიჯებზე, რომლებიც ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ძირს უთხრის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისაკენ მიმართულ ძალისხმევას და არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

2017 წლის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისა და ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, რამეთუ ის ქმნის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საერთაშორისო სამართლებრივ სურათს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ​

 

(Visited 30 times, 1 visits today)

კომენტარები