გლობალური მრავალპროფილური კომპანია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის, მრეწველობის, ჯანდაცვის, ელექტრონიკის და უსაფრთხოების მიმართულებით საქმიანობს, საქართველოში სხვადასხვა სექტორში არსებული შესაძლებლობებით და ბიზნეს კლიმატით დაინტერესდა.

„საერთაშორისო მასშტაბით გლობალური კომპანიების საქართველოსადმი არსებული დიდი ინტერესი საქართველოს მთავრობის წარმატებული რეფორმების, რეგიონში და ამერიკის შეერთებულ შტატებთან წარმატებული პარტნიორობის შედეგია და ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი პროცესს, რომელიც საქართველოს რეგიონალურ ჰაბად აქცევს და მოიზიდავს ისეთ საერთაშორისო კომპანიებს, როგორსაც წარმოადგენს „3M“, რომელიც საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებით არის დაინტერესებული”- განაცხადა მინისტრმა შეხვედრის დასრულებისას.

კომპანია „3M“ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში 70-მდე ქვეყანაში შვილობილ კომპანიას და 38 ქვეყანაში საწარმოს ფლობს. კომპანიას, რომლის გაყიდვებმაც 2015 წელს 32 მილიარდი შეადგინა, მსოფლიო მასშტაბით 90 000 -მდე ადამიანი ყავს დასაქმებული.
3 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული კორპორაცია „3M“ -ის რეგიონალურ დირექტორს შეხვდა.

გლობალური მრავალპროფილური კომპანია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის, მრეწველობის, ჯანდაცვის, ელექტრონიკის და უსაფრთხოების მიმართულებით საქმიანობს, საქართველოში სხვადასხვა სექტორში არსებული შესაძლებლობებით და ბიზნეს კლიმატით დაინტერესდა.
„საერთაშორისო მასშტაბით გლობალური კომპანიების საქართველოსადმი არსებული დიდი ინტერესი საქართველოს მთავრობის წარმატებული რეფორმების, რეგიონში და ამერიკის შეერთებულ შტატებთან წარმატებული პარტნიორობის შედეგია და ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი პროცესს, რომელიც საქართველოს რეგიონალურ ჰაბად აქცევს და მოიზიდავს ისეთ საერთაშორისო კომპანიებს, როგორსაც წარმოადგენს „3M“, რომელიც საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებით არის დაინტერესებული”- განაცხადა მინისტრმა შეხვედრის დასრულებისას.
კომპანია „3M“ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში 70-მდე ქვეყანაში შვილობილ კომპანიას და 38 ქვეყანაში საწარმოს ფლობს. კომპანიას, რომლის გაყიდვებმაც 2015 წელს 32 მილიარდი შეადგინა, მსოფლიო მასშტაბით 90 000 -მდე ადამიანი ყავს დასაქმებული.

(Visited 33 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*