დღეს მსოფლიოს ყევლა ქვეყანა აქტიურ ღონისძიებებს ატარებს ბუნების დასაცავად. აიკრძალა ტყისა და ხეების მოჭრა/განადგურება. საქართველოც არ ჩამორჩება მსოფლიოს ქვეყნებს. 2004 წელს კომპანია „მადერა ჯორჯიამ“ დაიწყო მეურეული, გამოუყენებელი ხისგან ახალი ავეჯის დამზადება. „თბილისი თაიმსს“ კომპანიის დირექტორი ბესიკ მატკავა ესაუბრა კომპანიის დაარსებისა და გეგმების შეასახებ.

შპს “მადერა ჯორჯია” 2004 წლის მარტში ქუთაისში დაარსდა. კომპანიის ავეჯის მწარმოებელ ქარხანაში ამ ეტაპზე 25 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის ქარხანა ქუთაისში მდებარეობს. მათი დამზადებული ქართული მეორეული  ავეჯი ექსპორტზე ევროპაში გავიდა. ბესიკ მატკავას თქმით, ევროპულ ქვეყნებში მეორად ავეჯზე მოთხოვნა დიდია.

ევროპულ მხარესთან 2004 წლიდან ვთანამშრომლობთ. ქართულ მეორეულ  ხის ავეჯზე იქ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. მუდმივად ახალ და ახალ კოლექციას ვაგზავნით. ძალიან მოსწონთ ქართული ხისგან დამზადებული ავეჯი.  ამ ეტაპზე 3 ევროპულ ქვეყანაში გავიტანეთ ჩვენი პროდუქცია.”

გარდა ევროპული ბაზრისა, კომპანია ავეჯს ადგილობრივი ბაზრისთვისაც ამზადებს, თუმცა მცირე რაოდენობით. მათი ძირითდად ბაზარი ევროპის ქვეყნებია.

მადერა ჯორჯიასმეორეული ავეჯი  საქართველოსთვისაც მზადდება, თუმცა მცირე რაოდენობით. ხის დამუშავება, გადაკეთება, დეკორირება ქართული ბაზრისათვის ჯერ კიდევ უცხო და ახალია. საქართველოში მეორეული  ავეჯის წარმოება და რეალიზაცია ნელნელა იმკვიდრებს თავს.

კომპანია მაქსიმალურად ითვისებს იმ რესურს, რაც ერთხელ უკვე გამოიყენეს. ახალ ნივთებს ამზადებენ ექსპლუატაციაში ნამყოფი ძველი ხისგან. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩააბაროს ნებისმიერი ძველი ხის  ნივთი, რომელიც აღარ სჭირდება. როგორც კომპანიის დირექტორი განმარტავს, ჩაბარების ფასები სხვადასხვაა და იმაზეა დამოკიდებული, თუ  რა მდგომარეობაშია ნივთი და რომელი ხისგანაა დამზადებული.

მსოფლიოში საუბარი მიდის ბუნების გადარჩენაზე. ის საქმიანობა კი,რასაც ჩვენ ვაკეთებთ სწორედ,  ბუნების გადარჩენის ერთერთი მიმართულებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ იმ რესურსს, რომელიც ადამიანმა ერთხელ უკვე გამოიყენაა, ანუ ახალ ხეს არ ვჭრით. ჩვენი პროდუქცია ექსპლუატაციაში ნამყოფი ძველი, ნებისმიერი ხისგან მზადდება. ხის შენობებს, რომლებიც ექსპლუატაციისთვის უვარგისია, ვშლით და ავეჯს ვაკეთებთ”.

ბესიკ მატკავას თქმით, საქართველოში რამდენიმე მცირე საწარმოა, რომელიც ძველი ავეჯისგან ამზადებს ნივთებს. თუმცა,  ”მადერა ჯორჯიასსაწარმო პირველია, სადაც მეორეული ხისგან ავეჯსა და დეკორაციებს ამზადებენ და გააქვთ ექსპორტზე.

მარიამ ლეკიაშვილი

(Visited 232 times, 2 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*