არ მოდიან, დამშვიდდით, – ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას რუსი ბაიკერების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

შს მინისტრს საკითხთან დაკავშირებით მეტი განმარტება არ გაუკეთები. მცირე კომენტარი გააკეთა შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა. მისი თქმით, რუს ბაიკერებს საზღვარზე შემოსვლისას უარი საქართველოს კანონის შესაბამისად ეთქვათ.

”არის კანონი, რომელიც არეგულირებს საქართველოში უცხოელთა შემოსვლას, გასვლას და მათ ყოფნას, სწორედ ამ კანონის საფუძველზე მოხდა იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც მოხდა. მესაზღვრეს აქვს დისკრეცია, რომ გამოკითხოს ვინაობა, მგზავრობის მიზანი და სხვა ინფორმაცია და ამის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება,” – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

არსებული ინფორმაციით, საუბარია 50-მდე რუს ბაიკერზე. როგორც ცნობილია, ე.წ. ღამის მგლებს საქართველოში 9 მაისთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში, პერფორმანსის გამართვა ჰქონდათ დაანონსებული.

(Visited 47 times, 1 visits today)

კომენტარები