1 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

„სატელევიზიო კომენტარებმა და მათმა განცხადებებმა აჩვენა, რომ რეალური მიზანი სწორედ მოსამართლეების მიმართ კრიტიკის შეზღუდვაა და სურთ ასე გადაფარონ მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები“. ამის შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა გრძელიშვილმა „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„თვითცენზურაზე როგორც ჩანს სხვა წარმოდგენა აქვს ევა გოცირიძეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. როგორც წესი თვითცენზურა ნიშნავს, რომ ჟურნალისტი აშუქებს ამბავს არა საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად, არამედ იმის შიშით, რომ ვინმეს რამე არ აწყენინოს და ის უარს ამბობს კრიტიკული სიუჟეტის გაკეთებაზე. ეს ყველაფერი აჩენს უნდობლობას სასამართლო სისტემის მიმართ და არა მედიის მხრიდან არაკვალიფიციურად გაშუქებული მასალები.

ჩვენ ვერ დავიწყებთ საქმის წარმოებას საჯარო განცხადების საფუძველზე, როგორც სასამართლო ვერ დაიწყებს სასამართლო პროცესს კონკრეტული სიუჟეტის გაშუქების შემდეგ. უცნაურია, როდესაც ეს ინიციატივები იმ ორგანოსგან მოდის, რომელიც პირიქით უნდა ზრუნავდეს თავისუფალი მედიის ჩამოყალიბებაზე“ , – განაცხადა ნატა გრძელიშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 46 times, 1 visits today)

კომენტარები