16 საათის წინ
დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
16 საათის წინ
“2012 -ზე ქვემოთ დავბრუნდით, ქართულ პოლიტიკაში გახშირებული ნაღმებია” – ვახტანგ ძაბირაძე
16 საათის წინ
საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება
16 საათის წინ
“უცნაურია, როდესაც უშიშროების საბჭოს წევრი საუბრობს საბჭოს ნულოვან ეფექტურობაზე” – დავით რაქვიაშვილი
17 საათის წინ
ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პრემიერად და ანტიკრიზისული მთავრობა შექმნას – გია ხუხაშვილი

„თვითშეზღუდვა გულისხმობს, რომ ყველა ადამიანი, ჟურნალისტი თუ პოლიტიკოსი, ახორციელებს რა აზრის გამოხატვის თავისუფლებას, მხედველობაში უნდა მიიღოს კანონით განსაზღვრული სხვა სიკეთეები“. ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მოსამართლე ევა გოცირიძემ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„მე ვუპასუხე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებას. მათ უცნაური და გაუგებარი უწოდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებულ დებულებას, რომ ჟურნალისტებს ეკისრებათ თვითშეზღუდვისა და თვითცენზურის ვალდებულება. ქარტიაში აცხადებენ, რომ იზრუნებენ რადგან არა თუ ცენზურა, თვითცენზურაც არ არსებობდეს.  თუ ყველანი არ დავექვემდებარებით თვითშეზღუდვას, არ ვიფიქრებთ იმაზე რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს ჩვენმა ნათქვამმა, ეს ნიშნავს, რომ თავს ვანიჭებთ უფლებას გამოვიყენოთ ყველა ტერმინი.

უნდა დავფიქრდეთ სანამ რამეს ვიტყვით. გვინდოდა გაგვევლო ზღვარი და გვეთქვა ყველასთვის, რომ კრიტიკა დასაშვებია, მაგრამ ზღვარი უნდა გავავლოთ კრიტიკასა და ლანძღვას, კრიტიკასა და მოსამართლეების დაშინებას შორის. ცილისწამების საკითხებში მტკიცების ტვირთი უნდა გადავიდეს მოპასუხეზე. მისი დასამტკიცებელი უნდა გახდეს, რომ ფაქტები რაც გაავრცელა, იყო მართალი“ , – განაცხადა ევა გოცირიძემ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 32 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*