ხვალ, 4 მაისს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანს უმასპინძლებს.

გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც საქართველოს მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის საფინანსო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. დოკუმენტს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე მოაწერენ ხელს.

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, 11:00 საათზე, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროკომისარ იოჰანეს ჰანის ერთობლივი განცხადებები მედიისთვის.

მედიასაშუალებების წარმომადგენლებს გთხოვთ, დღეს, 18:00 საათამდე მოგვაწოდოთ იმ ჟურნალისტების (ოპერატორების, ტექნიკური პერსონალის) სია, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციაში ხვალ დაგეგმილ ღონისძიებებს გააშუქებენ.

 

(Visited 33 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*