დასავლური გამოცემების მიერ სხვადასხვა გამოკითხვის შედეგად 2017 წელს აუცილებლად მოსანახულებელ ადგილებს შორის პირველი ადგილი აღდგომის კუნძულმა დაიკავა. ბლუმბერგი გვთავაზობს კუნძულისა და იქ არსებული ღირშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციას.

აღდგომის კუნძულის სახელზე პირველმა ევროპელმა მოგზაურებმა „იზრუნეს“, ის 1722 წელს აღდგომის დღეს აღმოაჩინეს და სახელიც სწორედ ამ მიზეზმა განაპირობა. კუნძული წყნარ ოკეანეში მდებარეობს, ტერიტორია მე-19 საუკუნიდან ეკუთვნის ჩილეს და მსოფლიოში ყველაზე შორეულ დასახლებულ კუნძულად მიიჩნევა.

სახელთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია გვხვდება, თუმცა ერთ-ერთი საინტერესო ვარიანტი „ტე-პიტი-ო-ტე-ჰენუაა“, რაც ხმელეთის დასასრულს ნიშნავს, ტერიტორია იზოლირებულია და მისგან ყველაზე ახლოს დასახლებული ტერიტორია  2075 კილომეტრის დაშორებით პიტკერნის კუნძულებია.

კუნძულზე მნახველებისთვის ერთ-ერთი საინტერესო მისი სამი ჩამქრალი ვულკანის ხილვაა. ისინი კუნძულს სამკუთხედის ფორმას აძლევენ და მათი ბოლო აქტივობა 10 ათასი წლის წინაა დაფიქსირებული.

მისიონერების ჩანაწერების მიხედვით, კუნძულს უმაღლესი მმართველი მართავდა და მას ემორჩილებოდნენ დანარჩენები. უმღლესი მმართველები მუდმივად აშენებდნენ სტატუეტების მასივებს, რომლებიც გაღმერთებულ წინაპრებს წარმოადგენდნენ. ისინი  სანაპიროზე იყვნენ ჩამწკრივებულნი ისე რომ დასალებასა და თავიანთ შთამომავლობას გაჰყურებდნენ, ზურგი კი ზღვისკენ ჰქონდათ მიქცეული, ზღვა მათთვის სულთა სამყაროს წარმოადგენდა.

გავიგოთ მეტი მოიაის შესახებ – პირველ რიგში,რაც ერთი შეხედვით უნდა აღინიშნოს ისაა,რომ მოაი მონოლითური ქანდაკებაა,რაც იმას ნიშნავს რომ ის ქვის ერთი ნატეხისგან არის დამზადებული. მათი წონა 20 ტონაზე მეტია და სიმაღლე დაახლოებით 6 მეტრი. აღდგომის კუნძულზე ტურისტები ყველა მათგანის ნახვას დიდ დროს მოუნდებიან, მათი რიცხვი 900-მდე აღწევს.  ყველაზე მძიმე მოაის სიმძიმე 270 ტონაა, სიმაღლე კი 20 მეტრი.

ბოლო მონაცემებით დადგენილია,რომ თვალის ღრუებისთვის გაკეთებული სიღრმეები მარჯნებით ყოფილა ამოვსებული. ისინი დაახლოებით 1200-1500 წლებში პოლინეზიის მცხოვრებლებმა აღმართეს. დღემდე უცნობია როგორ ხდებოდა ამ სიმძიმის ქვების გადაადგილება.

აღდგომის კუნძულის მცხოვრებლებს სწამთ რომ ამ ქანდაკებებში წინაპრების ძალაა დაბუდებული, ისინი კუნძულს იცავენ და უბედურების ჟამს, მცხოვრებლებს ნიშანს მისცემენ და წინასწარ გააფრთხილებენ.

გაფრთხილების ფორმა უცნობია, თუმცა ეს ქანდაკებები ას წელზე მეტი ხანი წაქცეული იყო, რაც შიდა ომებით იყო განპირობებული. მათი ნაწილი მიწამ დაფარა და არქეოლოგიური გათხრების შედეგად იქნა აღმოჩენილი.

1876 წლის აღწერით კუნძულზე ადგილობრივი მოსახლეობის 99% განადგურებული იყო, რაც განაპირობა სხვადასხვა ომებმა, ეპიდემიებმა რასაც მოგზაურები და ვაჭრები ავრცელებდნენ. მაშინდელი აღრიცხვით კუნძულზე 111 ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაგან 36-ს შეეძლო შთამომავლობის გაგრძელება. შემდეგ წლებში მათი რაოდენობაც შემცირდა და ბუნებრივია, კუნძულის კულტურული ცოდნის უდიდესი ნაწილიც მათთან ერთად დაიკარგა.

სხვადასხვა ექსპედიციებმა აჩვენა,რომ კუნძულზე საუკუნეების წინ მომრავლებული იყო ამჟამად გადაშენებული პალმა (paschalococos disperta), ამ პალმას საშუალო სიმაღლის მისაღწევად მინიმუმ 100 წელი სჭირდებოდა. მათი ნაწილი სწორედ ამ ქანდაკებების აგებას და მათ გადაადგილებას შეეწირა.

აღდგომის კუნძულის ქანდაკებები ძირითადად მთლიან სხეულებს წარმოადგენდნენ, მათი უმეტესობა გამოქანდაკებულია თეძოებიდან თავის ჩათვლით. ზოგი მუხლებითაა მინდორზე დაჩოქილი, მცოცავი ნიადაგის გამო, მათი უმეტესობა კისრამდეა მიწაში ჩაფლული.

მოაის გარდა, მეორე ღირსშესანიშნაობა,რაზეც ბლუმბერგი წერს პეტროგლიფებია. ისინი ქვაზე ამოკვეთილი სურათებია. ამ კუნძულზე 4 ათასზე მეტი პეტროგლიფია აღმოჩენილი. სურათების უმეტესობა რაიმე მოვლენებს ეხება. უცნობია ტერიტორიაზე აღმოჩენილი დღემდე გაუშიფრავი დამწერლობის რონგორონგოს შექმნის ისტორიაც.

კუნძულს წელიწადში 40 ათასზე მეტი მნახველი ჰყავს, ღირსშესანიშნაობებამდე მისვლის ძირითად საშუალებად ცხენი ითვლება, თუმცა გვირჩევენ რომ აღდგომის კუნძულზე ფეხით გადავადგილდეთ, რაც უკეთესად მოგვცემს საშუალებას დავინახოთ მცირე დეტალებში  კუნძულის დიდი და კითხვებით მოცული ისტორია.

ნათია კეკენაძე

(Visited 133 times, 1 visits today)

კომენტარები