“სახელმწიფო როგორც იქნა სწორად მოიქცა, იცის ხელისუფლებამ რა რეაქცია ექნება ქართულ საზოგადოებას.ეს არის რუსული პროპაგანდა შიგნით, რომელიც ვლინდება პარტიების, ორგანიზაციების და საქართველოს ხელისუფლების წაყრუებით”. ამის შესახებ “აფხაზთა კრების” ლიდერმა, მალხაზ პატარაიამ ტელეკომპანია “იბერიაზე”, გადაცემა “პრიორიტეტის” ეთერში ისაუბრა.

“ბაიკერული მოძრაობა აპოლიტიკურია, თუმცა რუსეთში ეს პროპაგანდა არის რუსეთის ჰიბრიდული ომის ავანგარდი. ზალდასტანოვი თავის დროზე გერმანიაშიც იყო, როდესაც პუტინი იქ მსახურობდა. ის უხვად არის დაფინანსებული სახელმწიფო გრანტებით. გარდა ამისა არსებობს კრიმინალური ფონდიც. ის ატარებს ანტიდასავლურ შოუებს აღმოსავლეთ ევროპაში, მისი დაცინვის ობიექტი არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის ფაშისტური შინაარსის სანახაობა, რომელსაც გადასცემენ რუსეთის წამყვანი ტელევიზიები.

პოლონეთის ხელისუფლებამ შეპარული რუსი ბაიკერი დააკავა, მოტოციკლეტი დაიტოვა და ის გადაუშვა საზღვარზე. როგორც კი აღმოჩნდა ვიდეოები, ნომრები, საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება” , – განაცხადა მალხაზ პატარაიამ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 44 times, 1 visits today)

კომენტარები