დეკანოზი გიორგი (მამალაძე) სასამართლო პროცესის სხდომების საჯაროობას ითხოვს. “მგონი, აქ ჩემს პირად ცხოვრებას არ განვიხილავთ. ბრალდებასთან დაკავშირებით კი, დასამალი არაფერი მაქვს”, – თქვა ბრალდებულმა წინასასამართლო სხდომაზე.

მთავარმა პროკურატურამ სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ სხდომის დახურვის აუცილებლობა ვერ დაინახა. დაცვის მხარემ პროკურორების მოთხოვნა გააპროტესტა. ადვოკატები პროკურატურის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობას და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლებას ითხოვენ.

სხდომას საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ესწრება.

დეკანოზი გიორგი (მამალაძე) მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

(Visited 47 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*