საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი და შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა შალვა კვინიხიძემ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს ისრაელში უვიზო მიმოსვლისა და საემიგრაციო წესებში შესატანი ცვლილებები გააცნეს.

კერძოდ აღინიშნა, რომ ისრაელთან უვიზო მიმოსვლის შესახებ გაფორმებული შეთანხმების მიხედვით საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ისრაელის ტერიტორიაზე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე გაჩერდეს. უვიზო მიმოსვლა გულისხმობს მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტებით მგზავრობას, როგორიც არის: ტურიზმი, კერძო ვიზიტები, სამედიცინო მომსახურების მიღება და სხვა. და არავითარ შემთხვევაში – სამუშაოდ ან სხვა გრძელვადიანი მიზნებისთვის გამგზავრებას. სამუშაო ან სხვა ტიპის გრძელვადიანი ვიზიტების შემთხვევაში, მოქალაქე ვალდებულია შესაბამისი ვიზა ისრაელის საელჩოში მიიღოს.

ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს ასევ განემარტათ, რომ ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს, როგორც „უსაფრთხო ქვეყნის“ აღიარებასთან დაკავშირებით 17 აპრილიდან ამოქმედდება კიდევ ერთი ახალი რეგულაცია. რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების განცხადებები დაჩქარებული წესით განიხილება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს უარს ეტყვიან განცხადების განხილვაზე, მის მიმართ დაუყოვნებლივ დაიწყება ისრაელის სახელმწიფოდან იძულებით გაძევების (დეპორტაციის) პროცედურები. ამ რეგულაციის შემოღება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ საქართველოს მოქალაქეები, თავშესაფრის მიღებაზე უარის მიღების შემდგომ მიღებული შეტყობინების მიუხედავად – 7 დღის განმავლობაში დაეტოვებინათ ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორია – არალეგალურად რჩებოდნენ ისრაელის სახელმწიფოში.

ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ ისრაელური მხარე საქართველოს მოქალაქეების იდენტიფიცირებას, როგორც საზღვარზე, ისე ქვეყნის შიგნით ახდენს ბიომეტრული მონაცემებითა და პირადი ნომრის მეშვეობით, რაც მინიმუმამდე ამცირებს შეცვლილი დემოგრაფიული მონაცემებით ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არალეგალური მიზნებით შეღწევის მცდელობას.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მხარის სურვილია შესთავაზოს ისრაელის მხარეს შრომითი მიგრაციის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების დაწყება, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს სამუშაო მიზნით ლეგალურად გაემგზავრონ ისრაელში. თუმცა, შეთავაზების წინაპირობას წარმოადგენს საქართველოდან არალეგალური მიგრაციის ნაკადის მნიშვნელოვანი კლება, რის შემდეგაც გახდება შესაძლებელი მოლაპარაკებების წარმოება.

 

(Visited 37 times, 1 visits today)

კომენტარები