„დღეს აქტუალურია საკითხი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით. საზოგადოებასა და სპეციალისტებს შორის მიმდინარეობს მსჯელობა არსებული სისტემის უპირატესობისა თუ მის ნაკლოვანებების შესახებ. არსებული მოდელით, მხოლოდ მცირე ნაწილი თუ გადის რეალურ სამხედრო წვრთნებს, ისიც დროებით. დანარჩენი კი გზებისა და სტრატეგიული ობიექტების თუ დაწესებულების დასაცვად არის მივლენილი. ფაქტია ისიც, რომ გაწვეულთა უმრავლესობა ვერ ახერხებს სრულფასოვნად დაკავდეს სხვა მისთვის მნიშვენლოვანი აქტივობით, იქნება ეს პიროვნული განვითარების გზა, თუ ოჯახისათვის მატერიული კეთლიდღების დაკმაყოფილების პროცესში თანამონაწიელოაბა.
მინდა გამოვეხმაურო „გირჩის“ ბიბლიურ თავისუფლებას” რომელმაც ორიგინალური გზა მონახა სამხედრო სავალდებულო სამსახურიის თავის ასარიდებლად. სამართლებრივად შესაძლოა ყველაფერი რიგზეა, თუმცა გირჩის მხირდან, როგორც პოლიტიკური პარტიის, რომლის მიზანი ხელისუფლებაში მოსვლა და როგორც ამბობენ მეტი თავისუფლებაა, ჩემი აზრით ეს პოლიტიკურად გაუმართლებელი ნაბიჯია, რადგან ელექტორატისათვის რელიგიურობა ჩვენი ქვეყნის გათვალისწინებით სენსიტიური საკითხია, და მოსალოდნელია, რომ ბიბლიურმა თავისუფლებამ ელექტორატზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. გირჩს ნამდვიალდ აქვს თავისი პოლიტიკა გარკვეული სეგმენტის მიმართ, მაგრამ ამგავარი მეთოდები, არა მგონია ფართო საზოგადოების მობილიზებას ხელს უწყობდეს.
„ბიბლიური თავისუფლების“ მთავრი მღდელმსახური ნიკა ობოლაძე აცხადებს, რომ მათი რელიგიური ორგანიზაცია უთახმოებაში არ მოდის სხვა რელიგიურ კონფესიებთან, თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა. წარმოგიდგენიათ ერთი და იგივე პიროვნება რამდენიმე კონფესიის წარმომადგენელი რომ იყოს? გირჩი გვისახავს დილემას: რწმენა თუ სამხედრო სამსახური. „ბიბლიური თავისუფლება“ გვატყუებს!!
აქტიურად მიდის საუბარი, რომ გირჩის რელიგიურ ორგანიზაციაში გაერთიადნენ პატიმართა ახლობლები, რათა დაუბრკოლების გარეშე შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებში, როგორც რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი პირები, მსაგვსი „ლეგალური“ მაქინაციებით ცდილობენ მოიზიდონ და გაზარდონ საკუთრივ ბიბლიური თავისუფლებისა და გირჩის პოპულარობა.
მინდა ვუთრხრა ყველა იმ პირს ვინც აპირებს მსგავს მეთოდეს მიმართოს სამხედრო სამსახურის თავიდან აცილების თუ პატიმართა მონახულების მიზნით. გასგებია არსებული პრობლემები, მაგრამ მიზანს ფუნდამენტურ ღირებულებზე უარის თქმით ნუ მივაღწევთ. ჩემთვის როგორც მართლმადიდებელისთვის აპრიორია პირნათლად ვემსახურო ქვეყნის უსაფრთხოებას, თუნდაც არსებული არაეფექტური მოდელით, ვიდრე ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებაზე ვთქვა უარი როგორიც რწმენაა.
დავუბრუნდეთ სავალდებულო სამხედრო სამსახურს… დღეს განვითარებული სამყაროს უმრავლესობა ე.წ საკონტრაქტო მოდელზეა გადართული, მაგრამ მსგავსი პირდაპირი შედარება არაადეკვატური იქნება, რადგან მხევდელბის მიღმა დავტოვებთ უსაფრთხოების არსებული გამოწვევბის სხვადასხვა დონეებს. განვითრებული ქვეყნების ნაწილშიც ვხვდებით სავალდებულო სამხედრო სამსახურს მაგ: ავსტრია, ნორვეგია, შვეიცარია… თუმცა სისტემა გაცილებით ეფექტურია ამ ქვეყნებში და ისეთი მომსახურების სერვისები, როგორიც ე.წ დარაჯია კერძო სექტორზეა დელეგირებული. წვევამდელები კი სრულფასოვან სამხედრო წვრთნებს გადიან, შემცირებულია სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადაც. შვეიცარიის შეთხვევაში გაწვევა ეტაოპბირვად ხდება, მაგრამ საერთო ჯამში ვადა 260 დღეს არ აჭარბებს. ავღნიშოთ ისიც, რომ უკრაინის მოვლენებისა და რუსეთის მხრიდან აგრესიის მზარდი საშიშროების გამო ლიტვამაც აღადგინა სავალდებულო სამხედრო სასმსახური.
ზოგადად, სამხედრო სამსახურის მოხდის შემდგომ რეზერვად ქცეული წვევამდელების საქმიანობა ომის პერიოდში შემოიფარგელბა სტრატეგიული ადგილების პატრულირებით, წინა ხაზზე და ცხელწერტილებში მოქმედი პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეებისათვის აუცილებელი და საჭირო მატერიალების მომარაგებით. შესაბამისად ვითარება ასე მარტივიც არ არის. ფაქტია რეფორმა სიღრმისეული ანალიზის შედეგად უნდა განხორციელდეს, ვინადიან საკითხი ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება.
საბოლოო ჯამში კი ვიტყვი იმას, რომ საზოგადოებას აქვს დიდი ძალა და ძალაუფლების წყაროც სწორედ ისაა, ამიტომაც თუ რამის შეცვლა გვინდა, ღირებულებებით დაცლილი მაქინაციებით, კი არა მობილიზაციით და ერთად დგომით უნდა შევცვალოთ.“
გიორგი რუსია – „საქართველოს ლიდერთა კოორდინაციისა და განვითარების ცენტრი“