“აღარ ვიცი რა შეიძლება გამოიყენონ,რომ პროცესი იყოს დახურული. ეს მიმართულია იმისკენ,რომ საზოგადოებას წარმოდგენა არ ჰქონდეს მტკიცებულებებზე”.  ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა “რუსთავი 2”-ზე, გადაცემა “კურიერის”  ეთერში ისაუბრა.

“ის საფუძველი,რაც პროკურატურამ განაცხადა, რომ სხდომა დახურული ყოფილიყო, არარეალურია და სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული. ბრალდებულმა არაერთხელ თქვა,რომ ის მზად იყო აღნიშნული ვიდეოჩანაწერები საზოგადოებისთვის ცნობილი თავიდან ბოლომდე ყოფილიყო.

ჩემთვის საეჭვოა შემდეგი ფაქტორი, პირველ სასამართლო პროცესს,რომელიც გადაიდო, საფუძვლად დაედო თითქოს ბრალდებულის ოჯახის წევრების დაცვის ღონისძიება, მეორე პროცესის დახურვის მიზეზი კი გახდა თითქოს ვიდეომასალებში ამორალური საუბრები, საპატრიარქოს იმიჯის დაცვა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. თუმცა, ადამიანი,რომლის პირად ცხოვრებაზეც შეიძლება იყოს საუბარი, ითხოვს,რომ ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ გახდეს საჯარო” , – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 27 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*