“ფინანსური განათლების ამაღლება და უფრო განვითარება უნდა მოხდეს. სასწავლო პროგრამების კურიკულუმში ვაპირებთ ფინანსური განათლების ელემენტების დანერგვას”. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ “ტვ პირველზე”, გადაცემა “ანალიტიკის” ეთერში ისაუბრა.

“თუ არ ვიცით როგორ გამოვიყენოთ ესა თუ ის სერვისი, თავისთავად პრობლემაა.მადლობა უნდა გადავუხადო განათლების სამინისტროს,რომელიც ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობს. პროცესში კომერციული ბანკებიც მონაწილეობენ.

ეროვნული ბანკის მოვალეობაა გააანალიზოს სიტუაცია და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები,რომელიც ორიენტირებული იქნება მოკლევადიან პერიოდზე. ეროვნულმა ბანკმა უნდა მიაღწიოს ფასების სტაბილურობას, მან უნდა მიიღოს ოპტიმალური გადაწყვეტილება, ზედმეტად არც გაამკაცროს და შეარბილოს მონეტარული პოლიტიკა.

სტრატეგია შემუშავებულია, იქნება დაზოგვის კვირეული, ვუშვებთ სხვადასხვა საინფორმაციო ბუკლეტებს. თუ ადრე ეს მოთხოვნები მხოლოდ კომერციული ბანკების მიმართ ვრცელდებოდა, პირველი ივნისიდან ეს მოიცავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც” , – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 23 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*