საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მიწვევით, ვაშინგტონში გაემგზავრა.

8-10 მაისს საქართველოს მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტს გამართავს. გიორგი კვირიკაშვილი თეთრს სახლში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენს, მაიკ პენსს შეხვდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოლაპარაკებებს გამართავს სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება აშშ-ს კომერციის მდივანს, უილბურ როსს.
დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრები აშშ-ის სენატის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან.

გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდება აშშ-ის არასამთავრობო  ორგანიზაციების და წამყვანი საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი.

(Visited 23 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*