სერბეთის ქალაქ ნოვი სადში ევროპის ჩემპიონატის მორიგი საჭიდაო დღე გაიმართა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი (80) ევროპის ჩემპიონი გახდა.

დათუნაშვილმა ფინალში რაძიკ კულიევს ანგარიშით 4:2 მოუგო. აღსანიშნავია, რომ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. წინა წელს მან 75 კგ-ში იმარჯვა, წელს კი – 80 კგ-ში.

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში ჩვენებურმა ბულგარელ დანიელ ტიჰომიროვ ალექსანდროვს 3:2 მოუგო. მეოთხედფინალში დათუნაშვილმა ჩეხ პეტრ ნოვაკს 8:0 სძლია, ნახევარფინალში კი რუსი ადლან აკიევი 2:1 დაამარცხა.

რაც შეეხება სხვა მოჭიდავეებს, გოგა აფრიამაშვილმა (71) პირველივე შეხვედრაში შვედ კნუტ ზაკარიას ტალროტთან ანგარიშით 1:2 წააგო, გელა ბოლქვაძემ (75) მერვედფინალი უნგრელ ტამას ლორინცთან 1:2 წააგო და მედლისთვის ბრძოლას ჩამოშორდა. რობერტ კობლიაშვილმა (85) კი პირველი შეხვედრა სომეხ მაქსიმ მანუკიანთ 1:2 დათმო.

(Visited 54 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*