საქართველოში, მისი ისტორიის ოქროს ხანაში, ქალის სამოციქულო და სამეფო უფლებათა შესახებ ბევრს მსჯელობდნენ. როგორც არაქართველები, ისე ქართველები ხშირად ასეთ კითხვას სვამდნენ: საქართველოს გასანათლებლად რატომ აირჩია ღმერთმა ქალი? ეს კითხვა პოპულარული და აქტუალური თამარის გამეფებასთან დაკავშირებით გამხდარა.

ამ დროს მას მეორე კითხვაც დაერთო: საღვთო წერილის მიხედვით გამართლებულია თუ არა ქალის მეფედ კურთხევა? მაშინდელმა კათალიკოსმა ნიკოლოზ გულაბერისძემ ასეთი თეორია და პასუხები ჩამოაყალიბა:

  1. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და მისი მოქცევა ქალს შეშვენოდა,
  2. ვინაიდან ჩვენ, ქართველები, ყველაზე ჩამორჩენილები და აგრესიულები ვიყავით, ღმერთმა, თავისი სიძლიერის გამოსაჩენად, აირჩია არა ძლიერი, ენამჭევრი და შეუდრეკელი მამაკაცი, არამედ სუსტი ქალი: “…ამისათვისცა უძლურისა ბუნებისა დედაკაცისა მიერ მოალბო ქედფიცხელობაჲ ულმობელთა მათ და უგლიმთა ნათესავთაჲ”,
  3. ღვთის წინაშე ქალი და მამაკაცი თანასწორია (გალ. 3:28). ამიტომაა, რომ ღმერთი მოციქულის საქმეს ზოგჯერ ქალსაც მიანდობს: მაცხოვრის აღდგომა პირველად დედაკაცებს ეუწყათ და მათ მიერ სხვებსაც (მათე 28:1-11; მარკოზი 16:9-10; ლუკა 24:1-12; იოანე 20: 1-18).

წყარო: „რელიგიები საქართველოში“

მარიამ ქალებაშვილი

 

(Visited 199 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*