ეკონომიკურ კრიზისთან მებრძოლ საბერძნეთში ათენის უნივერსიტეტში პროფესორების ჩათვლით მთელი პერსონალი გაიფიცა.
ლიცეუმის მასწავლებლების სამსახურიდან დათხოვნის გასაპორტესტებლად გაფიცვების ახალი ტალღის დაწყების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
საბერძნეთის მთავრობა ევროკავშირის ეკონომიკური პაკეტის ფარგლებში წლის ბოლომდე 25 ათასი სახელმწიფო მოხელის თადარიგში გადაყვანას, 15 ათასისას კი სამსახურიდან დათხოვნას გეგმავს.
აღნიშნულის გამო პედაგოგთა პროფკავშირებმა 16 სექტემბრიდან ახალი გაფიცვების დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს. ქვეყანაში სახწლმწიფო მოხელეებიც 2 დღიანი გაფიცვის მოწყობას გეგმავენ.
უნივერსიტეტის პერსონალმა დედაქალაქის ქუჩებში დენოსტარციები გამართა.
სავარუდოდ სხვა უნივერსიტეტებიც დაუჭერენ მხარს ათენის უნივერსიტეტის გაფიცვას.
12.09.13