აშშ-ის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და მასთან თანამშრომლობას მოუთმენლად ელის. დონალდ ტრამპმა შესაბამისი ტექსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“ვულოცავ ემანუელ მაკრონს დღევანდელ გამარჯვებას და საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევას. მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად მუშაობას”,- წერს ტრამპი Twitter-ზე.

დღეს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. წინასწარი მონაცემებით,საფრანგეთის ახალი, 25-ე პრეზიდენტი პოლიტიკური მოძრაობა “წინ”-ის დამფუძნებელი ემანუელ მაკრონი გახდა, რომელსაც ამომრჩეველთა 65.5%-მა დაუჭირა მხარი. “ნაციონალური ფრონტის” ლიდერს მარინ ლე პენს კი მოქალაქეთა მხოლოდ 34.5%-მა გამოუცხადა ნდობა.

(Visited 49 times, 1 visits today)

კომენტარები