თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა ეკონომიკის ზრდის მეორე კვარტალის მონაცემები გამოაქვეყნა და ყველასთვის მოულოდნელად ეს ზრდა 4,4%-ით დაფიქსირდა.
ამავე ცნობით ყველაზე დიდი მატება, 15%-იანი ზრდა ტურიზმის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო თურქეთის საერთო ეროვნული შემოსავალი წლის პირველ ნახევარში 58 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
ეკონომიკის მინისტრი ზაფერ ჩაღლაიანი ამ ზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში იმედს გამოთქვამს რომ, მიმდინარე წელს მთლიანობაში 3,5%-იანი ზრდით დაასრულებენ, რაც ევროპაში მიმდინარე ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ერთ ერთი უდიდესი ზრდა იქნება.
12.09.13