ზეითუნის ზეთი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა სხვადასხვა კოსმეტიკური პროცედურისათვის. მისი პოპულარობა იმით აიხსნება, რომ ზეითუნის ზეთი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებით და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ძვირად ღირებული კრემებისა და სახისა და ტანის მოვლის საშუალებების უმეტესობა სწორედ ზეითუნის ზეთზეა დამზადებული.

კანის მოვლა

ზეითუნის ზეთი არაჩვეულებრივი საშუალებაა კანის გასაწმენდად. მისი გამოყენება შეიძლება დეკორატიული კოსმეტიკის მოსაშორებლადაც (ისევე, როგორც კოსმეტიკური რძის).

1. ზეითუნის ზეთი წყლის აბაზანაზე ოდნავ შეათბეთ, დაასველეთ ბამბის ტამპონი და წაისვით სახეზე. თუ მშრალი კანი გაქვთ, ზეთი 20-25 წუთით გაიჩერეთ სახეზე, ხოლო თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, 5-10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

2. კარგი გამწმენდი საშუალებაა კიტრის ლოსიონი. ის კანს ცხიმისა და მტვრისგან ასუფთავებს, გამოდგება მაკიაჟის მოსაშორებლად. მაგრამ ვინაიდან კიტრის წვენი მალე ფუჭდება, სასურველია ლოსიონის მაცივარში შენახვა (2-3 დღე).

3ს/კ ზეითუნის ზეთს დაუმატეთ 4 ს/კ კიტრის წვენი, ცოტაოდენი სოდა და 1 ჩ/კ ვარდის წყალი (სურვილისამებრ), კარგად აურიეთ. მიღებული სითხე სახეზე თითების მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ და გაიჩერეთ ნახევარი წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით ( ნორმალური/ცხიმიანი კანი) ან მოიშორეთ ნამიანი ბამბის ტამპონით ( მშრალი/ მგრძნობიარე კანი).

3. ლიმონის გამწმენდი ლოსიონი ცხიმიანი კანისათვის. 3 ს/კ ზეითუნის ზეთს დაუმატეთ 1 ს/კ ლიმონის წვენი, ნახევარი ჩ/კ მარილი და აურიეთ. წაისვით ლოსიონი სახეზე და 1 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

4. მატონიზირებელი ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის. მისი დახმარებით კანი ელასტიკურობას დაიბრუნებს და ჯანსაღ იერს შეიძენს. თითო ჩ/კ ზეითუნის ზეთი, არაჟანი, ლიმონისა და სტაფილოს წვენი კარგად აურიეთ და დაუმატეთ 1 ს/კ საფუარი (“დროჟი”). მიღებული მასა წაისვით სახეზე და 10-15 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

5. ზეითუნის ზეთი საკმაოდ ეფექტური საშუალებაა თვალების ირგვლივ კანის მოვლისათვის. ოდნავ შეათბეთ ზეთი, წაისვით თვალების ირგვლივ და თითებით მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ. შემდეგ მოდუნდით, 30 წუთი წამოწექით და მოდუნდით. ნარჩენები ქაღალდის ხელსახოცით მოიშორეთ. პროცედურა ხელს უწყობს თვალის ირგვლივ კანის დატენიანებას და აქრობს წვრილ ნაოჭებს. სასურველია, ეს პროცედურა ყოველ საღამოს ჩაიტაროთ.

6. შხაპის გელი. საჭირო იგრედიენტები: 1/2 ჭიქა ზეითუნის ზეთი, 1 ს/კ თაფლი, 1 კვერცხი, ¼1 ჭიქა არაყი, 1 ს/კ თხევადი საპონი და ½ 1 ჭიქა რძე. კარგად აურიეთ ზეთი, კვერცხი და თაფლი, დაუმატეთ თხევადი საპონი და არაყი, ნელ-ნელა დაუმატეთ რძე და კიდევ ერთხელ კარგად შეურიეთ ერთმანეთში. ჩვენი მომზადებული შხაპის გელი კვებავს კანს, გლუვს და ნაზს ხდის მას და ბზინვარებას ანიჭებს.

7. მკვებავი ნიღაბი მშრალი და ჩამომჭკნარი კანისათვის. 1 კვერცხის გულს დაუმატეთ 2 ს/კ ზეითუნის ზეთი და 1 ჩ/კ თაფლი. წაისვით ნიღაბი აუცილებლად სუფთა კანზე და 15-20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

8. იმისათვის, რომ თქვენი თმა უფრო ჯანმრთელი და ძლიერი იყოს, დაბანის წინ ჩაყავით თითები ზეითუნის ზეთში და 10 წუთის განმავლობაში თმის ძირებში მასაჟი გაიკეთეთ (კარგად შეიზილეთ თმის ძირებში). თბილი წყლით ჩამოიბანეთ და შემდეგ ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ.

9. ზეითუნის ზეთი კვებავს და აბრეშუმის ბზინვარებას ანიჭებს თმას. 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 1 კვერცხი და 1 ს/კ ვაშლის ძმარი ან თაფლი კარგად აურიეთ, წაისვით თმაზე და 10 წუთი გაიჩერეთ. დაიბანეთ თბილი წყლით.

წყარო: marao.ge

(Visited 166 times, 1 visits today)

კომენტარები