ქართულ მედიაში, 27 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის სასაზღვრო ზოლზე, ქართული მხარე თურქეთისთვის აპირებდა 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ჩუქებას, რამაც, ბუნებრივია გარკევული ვნებათღელვა გამოიწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს და თურქეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია (სახელმწიფო საზღვრის ხაზის ადგილმდებარეობის განსაზღვრა მომიჯნავე სახელმწიფოებთან შეთანხმებით),  დემარკაცია (სახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენა ადგილზე სპეციალური ნიშნების საშუალებით) 1970–იან წლებში მოხდა, ხოლო უკვე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, 1992 წელს, ორივე მხარემ აღიარა ადრე შეთახნმებული სასაზღვრო ხაზები, რითაც ოფიციალური სახე მიიღო ქართულ–თურქულმა საზღვარმა.

მაშინ რა მოხდა? რატომ გავრცელდა თურქულ საინფორმაციო მაუწყებელში Daily Sabah-ში ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველომ თურქეთს 6 ჰექტარი მიწინს ნაკვეთი აჩუქა?!

მინდა გითხრათ, რომ არსებობეს ისეთი მოვლენა როგორიც აკრეციაა, რაც გულისხმობს რომ შესაძლებელია სახხელმწიფოთა საზღვარი ბუნებრივი პროცესების (წყალდიდობა, ზვავი, მეწყერი ან რაიმე სხვა ბუნებრივი კატაკლიზმა) ხარჯზე შეიცვალოს. როგორც თურქული მედია ავრცელებს, გადაცემული ტერიტორია საქართველოს მას შედეგ „შეუერთდა“, როდესაც ართვისნის ერთ-ერთმა მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და სასაზღვრო მიწის ნაწილი ბუნებრივად საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა. საერთაშორისო სამართლის მიხედვით კი ავლუზია (მდინარის კალაპოტის შეცვლა) არ იწვევს საზღვრის ცლილებას, შესაბამისად სახელმწიფოები ვალდებულები არიან ბუნებრივი პროცესების მიუხედავად, საზღვარი შეძლებისადაგვარად თავდაპირველ „ჩარჩოებს“ დაუბრუნონ. თუმცა ამ ფაქტზე თურქულ მედია საშუალებას ყურადღება არ გაუმახვილებია.

ბოლო დროს თურქეთში განვითარებული პოლიტიკური პროცესების შედეგად, რასაც დაემატა ის, რომ ოციდოე დღის უკან თურქეთში პრეზიდნეტის უფლებამოსილები მნიშვნელოვნად გაფართოვა, შეიძლება ითქვას, რომ მეზობელი სახელმწიფო სულ უფრო ავტორიტარიზმისკენ იხრება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მედიათავისულების საკითხიც… შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინფორმაციის მსგავსი სახით გაჟღერება გარკევულ პოლიტიკურ დატვირთვას ატარებდა.

ამით თურქულმა მხარემ პირველ რიგში სცადა დაენახებინა საკუთარი მოსახლეობისთვის, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკა წარმატებულია და მეორე, საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც თურქულ მხარეს ანგარიშს უწევს, ასევე  გარკვეულწილად თურქეთში ქმნის აღქმას რომ საქართველო რბილად, რომ ვთქვათ პრინციპულაბს არ იჩენს მსგავსი საკითხების მიმართ და ის თურქეთთან დათმობის პოლიტიკას არჩევს.

თქვენ წარმოგიდგენიათ ქართულ მხარეს, რომ მსგავსი დეზინფორმაცია გაევრცელებინა, რამდენად “საქებარ სიტყვებს“ გაიმეტებდნენ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს ლიდერები?! რა თქმა უნდა, ამით არ მსურს ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას რადიკალური პოზიცია უნდა დაეჭირა, თუმცა, თუნდაც ერთი ოფიციალური განცხადების გაკეთება, სადაც ახსნნლი იქნებოდა რელაური სურათი რომ ეს ტერიტორიის ჩუქება ან გადაცემა კი არა საქართველოს ხელისფულების მხირდან საერთაშორისო სამართლის პირნათად შესრულება იყო, რითიც თურქული მედია საშულებაც იქნებოდა გაკრიტიკებული არაადეკვატური ინფორმაციის გაჟღერების გამო.

სამწუხაროდ საქართველოს ექმნება იმიჯი ე.წ “კეთილი,  მორჩილი მეზობლის“, რომელიც ნაკლებ პრინციპულობას იჩენს საკუთარი გადაწყვეტილებისა და ეროვნული ინტერესების მიმართ, ეს კარგად გამოჩნდა როგორც ამ შემთხვევაში ასევე დიდგორის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების მაგალითზე,

ვფიქრობ  სახელმწიფო ინტერესები და მათი დაცვის საკითხი ყველაზე პრიორიტეტული უნდა იყოს სახელმწიფოსთვის და თუკი საქართველო რეაგირების გარეშე დატოვების თუნდაც მსგავს დეტალებს, კიდევ უფრო შეილახება არც თუ ისე დიდი საერთაშორისო პრესტიჟი, რომელიც ქართულ მთავრობას თუ მთლიანობაში სახელმწიფოს გააჩნია საერთაშორისო სარბიელზე.

ადამიანმა თუ სახელმწიფომ. მხოლოდ იმდენი უნდა გასცე რამდენის გაცემაც შეგიძლია. მხოლოდ მაშინ უნდა დახუჭო თვალი, გარკვეულ საკითხებზე, როდესაც ეს საკითხები შენთვის პრინციპული და მნიშვნელოვანი არაა.  როდესაც საქმე ეროვნულ ინტერესებს და შენი ქვეყნის პრესტიჟს ეხება, მყარი პოზიციის დაჭერა არათუ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიც კია!

თუკი საქართველო გააგრძელებს პოლიტიკას – “დუმილი მეგობრობის სანაცვლოდ“, ჩვენ მივიღებთ დადუმებულ საზოგადოებას, რომელსაც მხოლოდ მაშინ ექნება სიტყვის თქმის უფლება, როდესაც ამის გადაწყვეტილებას “კეთილისმოსურნე“ მეზობელი სახელმწიფოები მიიღებენ.

ალექსანდრე შამათავა
საქართველოს ლიდერთა კოორდინაციისა და განვითარების ცენტრი

 

(Visited 386 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*