თბილისის მეტროპოლიტენის ინფორმაციით,​მეტროსადგური „წერეთელი“ დაკეტილია.  არსებული ინფორმაციით, ესკალატორს ტექნიკური პრობლემა შეექმნა. ადგილზე მეტროპოლიტენის ტექნიკური ჯგუფი მუშაობს.

1 tv.ge-ს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორაციით, მეტროსადგურში მაღალი ძაბვის ელექტროსადენს გაუჩნდა ცეცხლი. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია.

(Visited 84 times, 1 visits today)

კომენტარები