ამ წუთებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე სამაშველო ჯგუფი მუშაობს. როგორც ტელეიმედს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, 40 წლამდე კაცი რუსთაველის თეატრის სახურავიდან გადმოხტომას ცდილობდა. ადგილზე ამ დრომდე საპატრულო პოლიცია და სამაშველოები არიან მობილიზებულები.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს. სახურავზე ამ დროისთვის ის აღარ ჩანს. ერთ-ერთი ვერსიით, სახურავის სხვა ნაწილში იმალება.
ადგილზე გაშლილია სპეციალური გასაბერი ლეიბიც.