საფრანგეთის მთავრობა გადადგა. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პრემიერ-მინისტრ ბერნარ კაზნევისა და მისი კაბინეტის გადადგომის გადაწყვეტილება დააკმაყოფილა, რაც დაკავშირებულია არჩეული პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისთვის საპრეზიდენტო უფლებამოსილების გადაცემასთან, რომელიც 14 მაისს განხორციელდება.

„იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო საბჭომ გამოაცხადა საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები, ასევე რესპუბლიკის ტრადიციის შესაბამისად, მაქვს პატივი, გაცნობოთ ჩემი და ჩემი კაბინეტის გადადგომის შესახებ“, – ასე მიმართა პრემიერმა კაზნევმა პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს.

პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა დააკმაყოფილა.

(Visited 47 times, 1 visits today)

კომენტარები