ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბენდელიანმა, „სოკარ ჯორჯია გაზი“-ის დირექტორმა აზერ მამადოვმა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში ახლად აშენებული გაზგამანიწელებლი ქსელი დაათვალიერეს და სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.

საქართველოს მთავრობის დავალებით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში: იდლეთში, წინარეხში, ლავრისხევსა და გომიჯვარში ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით სრული  გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები  განხორციელა.

სამუშოების შედეგად ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა აქვს სოფლებში მცხოვრებ 852 ოჯახს.

პროექტის ფარგლებში მოეწყო 30 ათას 634გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენი.

სამუშაოები სახელმიწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ფაქტიურმა ღირებულებამ შეადგინა  970 000 ლარი.

გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციას კომპანია „სოკარ-ჯორჯია გაზი“ განახორციელებს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2014წელს, ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ტარიფი 600-დან 400 ლარამდე შემცირდა. მოქალაქეებს შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით 16 თვის განმავლობაში შეუძლიათ. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.

 

(Visited 23 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*