გურამ რჩეულიშვილის განცხადებით, “ცენტრ პოინტის” საქმეზე ბრალდებულ მაია რჩეულიშვილს ახალი ადვოკატები დაიცავენ.
სასამართლოში დანიშნული დღევანდელი სხდომა, ახალი ადვოკატების მიერ საქმის მასალების გაცნობის მიზნით, დაცვის მხარის შუამდგომლობით 25 მაისამდე გადაიდო.
საქმის პროკურორის ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლო პროცესების გაჭიანურებას ცდილობს. კოტრიკაძე ამბობს, რომ ბრალდების მხარე საქმეს ბოლომდე მაინც მიიყვანს.
პროკურორმა რჩეულიშვილებთან საპროცესო შეთანხმებაზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ შეთანხმება მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ დაზარალებულებს ზიანი აუნაზღაურდებათ.