ჩაის წარმოშობაზე უამრავი ლეგენდა არსებობს და ყველა ეს ლეგენდა ამტკიცებს, რომ ამ კულტურის სამშობლო ჩინეთია.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ქართული ჩაი ჩინეთში, ჩაის სამშობლოში დიდი მოწონებით სარგებლობს და საკმაოდ მოთხოვნადია მიუხედავად მისი ფასისა.

ჩაის კომპანია“ ლაზი“ აწარმოებს. მათ დააკმაყოფილეს ყველა ის რეგულაცია და მოთხოვნა, რაც ექსპორტისთვის არის აუცილებელი და საკმაოდ წარმატებით დაიმკვიდრეს თავი ჩინურ ბაზარზე.

წალენჯიხაში წარმოებული ქართული ჩაი ჩინურ ბაზარზე წარმატებით იყიდება.მიუხედავად მისი ფასისა,  ერთი  კილოგრამი მეგრული ჩაი ჩინეთში 300 დოლარი ღირს. ჩაის  კომპანია ”ლაზი” აწარმოებას, რომელშიც ჩინელმა ინვესტორებმა საწყის ეტაპზე 80 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.

კომპანისი თქმით,  ქართული ჩაი ჩინურ ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია.

საქართველოდან გაგზავნილი პირველი პარტია 80 და 100 დოლარად გაიყიდა. თუმცა გაზრდილი მოთხოვნილების, ასევე გაუმჯობესებული ტექნოლოგიებისა და ხარისხის გამო, ჩის ფასიც გაიზარდა.  დღეს ჩაის  ხარისხი და დამზადების ტექნოლოგია  გაუმჯობესდა და აკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტს რაც საზღვარგარეთის ბაზრისათვის არის მისაღები.  

სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის ცნობით, ქართულ-ჩინურ საწარმოში მწვანე და შავი ჩაი იწარმოება. როგორც ისინი აღნიშნავენ ქართული ჩაის წარმოება  ჩინური ტექნოლოგიით ხდება.

მარიამ ლეკიაშვილი

 

(Visited 291 times, 1 visits today)

კომენტარები