დღეს ტაქსების კომპანიებს შორის მძლავრი კონკურენციაა. ქართულ ბაზარზე ბევრი ახალი კომპანიაა. მათ შორის არის კომპანია „იბერი”, რომელიც აპრილის დასაწყისიდან შემოვიდა საქართველოში. კომპანიის წარმომადგენელი საბა ბერიკაშვილი „თბილისი თაიმსთან ” საუბრისას განმარტავს, რომ მათი კომპანია მომხმარებელს თანამედროვე სისტემას  სრულიად ახალ ავტომობილებს სთავაზობს.

„იბერი“ კლიენტებს სთავაზობს როგორც ეკონომ და პრემიუმ კლასის ავტომობილებით მომსახურებას, ასევე ოფციის სახით მომხმარებელს სთავაზობს პიკაპისა და ბიზნეს კლასის ავტომობილებით მომსახურებას

რამდენი ხანია რაც კომპანია „იბერი“ არის ქართულ ბაზარზე და რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს?

ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე შემოვიდა პირველი აპრილიდან. კომპანია მომხმარებელს თანამედროვე  ტექნიკით აღჭურვილ ავტომობილებს სთვაზობს. გვაქვს ოთხი ტიპის მანქანა: ესენი არის ეკონომ კლასის; პიკაპის მანქანა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტვირთის გადასატანად. ამის შემდეგ მოდის პრემიუმ კლასის მანქანა, რომელიც დახვეწილ ტიპს გულისხმობს და ბოლოს  ბიზნეს კლასის მანქანა. თითოეულს სხვადასხვა დანიშნულება აქვს, სხვადასხვა ხარისხი, მომსახურება და შესაბამისად ფასიც განსხვავებულია. მანქანები არის უახლეს მდგომარეობაში. ყველა მოდელში არის  ბარათით გადახდის აპარატები და მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ უკვე გადაიხადონ ბარათით.

რა რაოდენობის მანქანები არის დღეს შემოსული?

– დაახლოებით 200 ერთეულით დავიწყეთ  და მომავალში ვგეგმავთ რაოდენობის გაზრდას. ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისს ვემსახურებით, თუმცა შეკვეთის არსებობის შემთხვევაში რაიონებსაც მოვემსახურებით.

რამდენად კონკურენტულები ხართ ბაზარზე და როგორია „იბერის“ ფასები?

– ფასებს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული ფასები. თუმცა  ვცდილობთ ეს შესაბამისობაში იყოს ხარისხთან. თუ გვინდა, რომ კლიენტები კმაყოფილები იყვნენ და მოვემსახუროთ მაღალი კლასის, გამართული ავტომობილებით, ეს ყველაფერი ფასზეც აისახება. ძალიან ბევრი კომპანიაა, ამიტომ ძალიან ჭირს ახალი კომპანიის ნდობის მოპოვება და თავის დამკვიდრება.თუმცა ჩვენ განვსხვავდებით იმ კომპანიებისგან, რომლებიც მხოლოდ მოგებაზე  და თანხაზე ფიქრობენ და არ ზრუნავენ კლიენტის კმაყოფილებაზე. ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანი კლიენტის კმაყოფილება და მაღალი დონის მომსახურებაა.

ელექტრო ტაქსების შესახებ რომ მოგვიყვეთ, როდის გეგმავთ მათ შემოყვანას?

– ამ ეტაპზე რა მანქანებიც გვყავს , ძალიან ეკონომიური და გარემოზე“მზრუნველი“ მანქანებია. უახლოეს მომავალში, დაახლოებით ერთ თვეში დავამატებთ ახალ, იგივე ტიპის მანქანებს. ხოლო წლის ბოლომდე ჩვენ ვაპირებთ, რომ  ჩვენი ტაქსოპარკი სრულად ჩავანაცვლოთ ელექტრო მანქანებით.

საქართველოს მალე ახალი ელექტრომობილები ეყოლება. ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც ტაქსის კომპანიის მენეჯერი განმარტავს, ეს რაოდენობა საკმარისი იქნება, რომ მოიცვას ტაქსების ბაზარი და დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნები.

მარიამ ლეკიაშვილი

 

 

(Visited 121 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*