ადიგენის მუნიციპალიტეტ სოფელ მოხეში მდებარე სადავო ნაგებობასთან დაკავშირებით შექმნილმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

კომისიის ყველა წევრის შეთანხმებული გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც ნაგებობა, მუნიციპალიტეტიდან სახელმწიფოს მფლობელობაში გადავა და მისი მოვლა-პარტრონობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაევალება.

კომისიის შეთავაზების მიხედვით, მოხეში მუსლიმური თემისთვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე ახალი მეჩეთი აშენდება, მათ ამაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც დაეხმარება.

რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, “მოხეში მდებარე სადავო ნაგებობის წარმომავლობის დამდგენი კომისია” გაუქმებულად ცხადდება.

დათანხმდება თუ არა როგორც მუსლიმი, ასევე ქრისტიანი მრევლი ამ გადაწყვეტილებას, ჯერ უცნობია.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს მომხდარი დაპირისპირების დროს, მართლმადიდებელი მრევლი ამბობდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმებს სალოცავი ადგილი აქვთ, პროვოკაციის მიზნით, ეკლესიის ქვით ნაგებ შენობასთან ლოცულობენ. ადგილობრივი მუსლიმების თქმით კი სოფელი ყველასია.

(Visited 34 times, 1 visits today)

კომენტარები