31 წთ წინ
მიხეილ ჩხენკელი – სკოლების მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა გრძელდება, იგივე უნდა მოხდეს პროფესიული, უმაღლესი განათლების პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის
32 წთ წინ
ბიძინა ივანიშვილი – მე ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა
35 წთ წინ
მამუკა ხაზარაძე – დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი – „ლელო“ დგას ხალხთან ერთად!
37 წთ წინ
კახა კალაძე – უმრავლესობა არ დაიშლება და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება
39 წთ წინ
ბიძინა ივანიშვილი – “ნაცმოძრაობის” წევრებმა ჩვენს დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს – როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების მოთმინების ფიალა აავსო და მეც ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზიდან, ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების ნერგები გადასცა, რომლებიც სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დაირგო.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტთან, მეუფე თეოდორესთან და სრულიად სააქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანთან, დეკანოზ მიქაილ ბოტკოველთან ერთად საქართველოს  რეგიონებში გავრცელებული ვაზის ნერგები სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დარგეს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საპატრიარქოს მარანსაც გადასცა იშვიათი ვაზის ნერგები, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ, მარნის ტერიტორიაზე გაშენდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წლის აპრილში გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია ვაზის ენდემური ჯიშების მოძიება-გაშენება და ვაზის ადგილობრივი უნიკალური ჯიშების პოპულარიზაცია, ასევე  მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ტრადიციული მეთოდების მეცნიერული კვლევა და მათი შედეგების პრაქტიკაში დანერგვა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში სამონასტრო მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების განვითარებას  მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

 

 

Please follow and like us: