თბილისში გაიმართა ორმხრივი საკონსულო კონსულტაციები საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის. ისრაელის  დელეგაციას ხელმძღვანელობდა ისრაელის სახელმწიფოს საემიგრაციო სამსახურის გენერალური დირექტორი-ამნონ შმუელი.

კონსულტაციებზე, სხვა საკითხებთან ერთად,  განიხილეს ისრაელის სახელმწიფოში არალეგალური მიგრაციის  საკითხზეორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.  მხარეებმა გამოხატეს  მზადყოფნა  აქტიურად იმუშაონ საქართველოს მხრიდანისრაელში არალეგალურ მიგრანტთა ნაკადის მაჩვენებლის შესამცირებლად, რაც საბოლოო ჯამში ორივე ქვეყანას საშუალებასმისცემს  დაიწყონ საუბარი შრომითი მიგრაციის თაობაზე.

საკონსულო კონსულტაციებისას მხარეებმა მიღწიეს პრინციპული შეთანხმებას, რომ ამ ეტაპზე შრომითი მიგრაციის პირობებიგავრცელდეს ისრაელში   არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე, თუკი ისინი ნებაყოფლობით დატოვებენისრაელის სახელმწიფოს. მხარეები ასევე შეთანხმდნენ უახლოეს მომავალში შეიმუშაონ  იმ ღონისძიებების ჩამონათვალი,რომლის დაცვაც აუცილებელი იქნება ისრაელის სახელმწიფოში არალეგალურად მყოფი საქართველოს  მოქალაქეების მხრიდანისრაელის სახელმწიფოს დატოვების შემთხვევაში.

საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე –  ზვიად გონაძე,მონაწილეობდნენ – საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი – გიორგი ტაბატაძე და ისრაელისსახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი –  პაატა კალანდაძე.  კონსულტაციებში ასევე მონაწილეობამიიღეს საქართველოს  შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა.  ისრაელის მხრიდანშეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ისრაელის სახელმწიფოს საემიგრაციო სამსახურის გენერალური დირექტორი-ამნონ შმუელი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი – სტელა რაპი, საქართველოში ისრაელის სახელმწიფოსსაგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი- შაბთაი ცური და ისრაელის საზღვრის დაცვის თანამშრომლები.

(Visited 63 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*