26 მაისს მოქალაქეები ქორწინების განსხვავებულ მოწმობას მიიღებენ. შესაბამისი ბრძანება იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ბარამიძემ დაამტკიცა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
მოწმობის ყდის პირველ გვერდზე დატანილი იქნება წარწერები: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია” და „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!“. ამ ტექსტის ქვემოთ კი – „ქორწინება დარეგისტრირდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“.