EBRD-ის გარემოსდაცვითი და სოციალური ინოვაციების ნომინაციაში გამარჯვებული, თბილისში ახალი მუნიციპალური ავტობუსებისის შემოყვანის (Man Truck and Bus AG) პროექტი გახდა. თბილისს ეს პრიზი, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში გამართულ ყოველწლიურ ფორუმზე მიანიჭეს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცლებს.
EBRD-მა, 2017 წლის მდგრად პროექტებს შორის, ქართული მხარის მიერ წარდგენილი ეს პროექტი ამოარჩია და პირველი ადგილი მიაკუთვნა.
ფორუმს თბილისის მერი დავით ნარმანია და მერიის სხვა მაღალჩინოსნები დაესწრნენ.
მუნიციპალური ავტობუსების შემოყვანის პროექტი თბილისის მერიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და აღმოსავლეთ ევროპის გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს დედაქალაქში უკვე შემოყვანილია 143 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისად ადაპტირებული ავტობუსი.