საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში გიორგი ჯანჯღავამ, შეხვედრა გამართა SABIC-ის (Saudi Arabia Basic Industries Corporation) აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან, ხალიდ ალ-მანასთან. SABIC-ი წარმოადგენს Aramco-ს შემდეგ სამეფოსუმსხვილეს სახელმწიფო კორპორაციას. საუბარი შეეხო საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ქიმიური მრეწველობისდარგში ურთიერთობების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ ხალიდ ალ-მანა არის საუდური ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაAl-mana Group-ის მფლობელი, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში სამომავლო საინვესტიციო პროექტებისგანხორციელებით. მიმდინარე წელს იგი გეგმავს ეწვიოს საქართველოს რათა უკეთ გაეცნოს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს.
10 მაისს კი, საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში, სამეფოს კერძო ავიაკომპანიის „Nesma Airlines“-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრა ძირითადად შეეხებოდა საუდის არაბეთის საავიაციო ბაზარზე საქართველოს ავიაკომპანიის შემოსვლისსაპასუხოდ, საუდური კომპანიის მიერ რიადიდან და ჯედადან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისებისდანიშვნის საკითხს მიმდინარე წლის ივნისიდან საქართველოში საზაფხულო ტურისტული სეზონის დამთავრებამდე.
საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში, საქართველოში საინვესტიციო კომპანია ” Saguramo Gardens” – ის დამუძნებელაბდულა ჰამედთსაც შეხვდა, რომელიც ამავდროულად არის მალდივის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისაუდის არაბეთში. საუბარი შეეხო საქართველოში მის მიერ განხორციელებული საინვესტიციო პროექტის სამომავლოგეგმებს.