დღეს, 2017 წლის 13 მაისს, საქართველოსა და ჩინეთის სახალხორესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელიმოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ჩინეთის კომერციისმინისტრებმა.

საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ბოლო წლებისგანმავლობაში ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისძალაში შესვლის შემდგომ კი, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და თანამშრომლობისახალ ეტაპზე გადავა, რომელიც ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებზე  იქნება დაფუძნებული.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოში წარმოებულ საქონელსადა მომსახურებას  მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარს გაუხსნის, რომელიც დაახლოებით 1,4მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს. ამასთან, ჩინეთში იმპორტირებული ქართული პროდუქციისდაახლოებით 94 პროცენტი საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდება.

შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტებისგანხორციელების, მეწარმეობის განვითარებისა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდისთვალსაზრისით, რაც თავისთავად დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისდონესა და უმუშევრობის შემცირების მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვსევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობისასოციაციასთან (EFTA).
 

(Visited 37 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*