1 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
4 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
4 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
4 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
4 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

BBC-ს ცნობით, რომის პაპმა ფრანცისკემ ორი პორტუგალიელი ბავშვი წმინდანად შერაცხა. კათოლიკური ეკლესიის ცნობით, 100 წლის წინ პორტუგალიის ქალაქ ფატიმაში 1917 წლის 13 მაისს ამ მწყემს ბავშვებს ღვთისმშობელი გამოეცხადათ დ მე-20 საუკუნის მოვლენების შესახებ აცნობა.

პორტუგალიელი ბავშვების ჟასინტა და ფრანსიშკუ მარტუების კანონიზაციის ცერემონია, რომის პაპის პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ფატიმაში გაიმართა. კათოლიკური ეკლესიის მეთაური პორტუგალიას გუშინ ესტუმრა. ამასთან დაკავშირებით, პატარა ქალაქ ფატიმაში მილიონამდე მომლოცველი შეიკრიბა. რომის პაპმა ადამიანებს შორის ჰარმონიასა და ომებისგან თავდაცვის აუცილებლობაზე იქადაგა.

კათოლიკური ეკლესიის სწავლების მიხედვით, 1917 წლის 13 მაისს ქალაქ ფატიმასთან ორი მწყემს ბავშვს და მათ ნათესავ ლუსიას ღვთისმშობელი გამოეცხადათ. ამ სწავლების მიხედვით, ღვთისმშობელმა ბავშვებს რუსეთში მომავალი რევოლუციის შესახებ, პირველი მსოფლიო ომის დასრულებაზე და მეორე მსოფლიო ომის თაობაზე მოუყვა.

ბავშვები 1918 წელს ეპიდემიის დროს დაიღუპნენ.

Please follow and like us: