ქართული გუდის ყველი ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გავიდა. ქართულ პროდუქციას,  კოოპერატივი „ალაზნისთავის“  ამზადებს.  თუშეთში გუდის ყველის მწარმოებელი კოოპერატივი ”ალაზნისთავი” 2015 წელს  შეიქმნა.  ”თბილისი თაიმსთან ”  საუბრისას კოოპერატივის დამფუძნებელი გიორგი აბულიძე  აღნიშნავს, რომ ცხვრის გუდის ყველზე აშშ-ში  მზარდი მოთხოვნაა.

„ჩვენ ვაწარმოებთ ტრადიციული გუდის ყველის ოთხ სახეობას ცხვირის და ძროხის რძისგან: სვილობი, ლარტუშო, დოვნა, ჩოგი. ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში მხოლოდ ცხვრის ყველი გადის, რადგან  მისი რაოდენობა ყველაზე მეტი იყო.“

გიორგი აბულიძეს თქმით, გუდის ყველის წარმოებას გარკვეული პერიოდი აქვს, რაც განსხვავდება ქარხნული წარმოებისგან. ამის გამო შეზღუდულია წამოების რაოდენობა.

„გუდის ყველის დამზადების სპეციფიკა განსხვავებულია, მხოლოდ ზაფხულის განმავლობაში მზადდება, მაისიდან აგვისტოს  ჩათვლით. ამიტომ წარმოების რაოდენობაში ამ მხრივ შეზღუდულები ვართ. არ არის ეს ქარხნული პროდუქცია, რომელსაც თორმეტი თვის განმავლობაში ვაწარმოებთ. ამიტომ ჯერჯერობით ექსპორტზე შედარებით მცირე რაოდენობის ყველი გადის. წარმოების დაწყებიდან დღემდე ექსპორტზე  4.5  ტონა უკვე გავიდა.“

ქართული გუდის ყველი გარდა აშშ-ისა იყიდება ქართულ ბაზარზეც. მისი შეძენა შესაძლებელია მხოლოდ  სუპერმარკეტ „ევროპროდუქტის“  ქსელში.

კოოპერატივის დამფუძნებელის თქმით, საწარმო აკმაყოფილებს იმ რეგულაციებს და სტანდარტებს, რასაც სურსათის უვნებლობის სააგენტო აწესებს.

„ჩვენი საწარმო არის თუშეთში პირველი ტრადიციული ტექნოლოგიის თანამედროვე სურსათის უვნებლობის საწარმო. ეს იყო ჩვენი პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი. სწორედ ამ კონკრეტული მიზნის მისაღწევად მივიღეთ ემპარდის დაფინანსება. ავაშენეთ თანამედროვე, მაღალი ტენოლოგიების მქონე საწარმო. აქედენ გამომდინარე  დაცული გვაქვს სურსათის უვნებლობის რეგულაციების ყველანაირი მოთხოვნა. რაც შეეხება უშუალოდ ექსპორტირების რეგულაციებს და ლიცენზიას, ეს იმ ექსპორტიორ კომპანიას აქვს  მოგვარებული, რომლის დახმარებითაც გადის ჩვენი პროდუქცია აშშ-ის ბაზარზე.“

გიორგი აბულიძეს თქმით,  მალე კორპორატივი დამოუკიდებლად აპირებს პროდუქციის ექსპორტზე გატანას.

„ჩვენი ყველის საწარმოს თუშეთში, გომეწრის ხეობაში ფლობს. კოოპერატივამდე 15 კილომეტრის მანძილზე მანქანით გადაადგილება შეუძლებელია, ასევე არ არსებობს არანაირი კომუნიკაციის საშუალება. ამიტომ ასეთი ადგილის გამო მის აშენებას დაახლოებით ორი წელი დასჭირდა. პირველად 2016 წელს მოხდა ყველის წარმოება, და მისი დიდი ნაწილი გავუშვით ექსპორტზე. რა თქმა უნდა,  ვაპირებთ, რომ ნელ-ნელა მოვიცვათ სხვა ქვეყნები და მათაც შევთვაზოთ ჩვენი პროდუქცია.“

კორპორატივი „ალაზნისთავის“  ყველის გატანას  რუსეთსა და ისრაელში  გეგმავს. მათ უკვე გააგზავნეს  საცდელი პარტია, რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. სამომავლოდ სწორედ ამ ქვეყნებთან გეგმავენ თანამშრომლობას.

”ყველის პირველი პარტია აშშ-ში 2016 წლის შემოდგომაზე გავაგზავნეთ და იქ დიდი მოწონება დაიმსახურა. მოლაპარაკებები მიმდინარეობას სხვა ქვეყნებთანაც, ჩვენი პროდუქციის გატანა უახლოეს პერიოდში რუსეთსა და ისრაელში იგეგმება ”, – აღნიშნა აბულიძემ.

მისივე ინფორმაციით, კოოპერატივი ”ალაზნისთავი” ყველის საწარმოს თუშეთში, გომეწრის ხეობაში ფლობს. კოოპერატივამდე 15 კილომეტრის მანძილზე მანქანით გადაადგილება შეუძლებელია. შესაბამისად, პროდუქციის ტრანსპორტირება ცხენების საშუალებით ხდება. ”რაც შეეხება წარმოებას, ვფლობთ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოს და ყველს სურსათის უვნებლობის ყველა სტანდარტის დაცვით ვამზადებთ. ამ ეტაპზე გვაქვს ყველის ოთხი სახეობა, ესენია: სვილობი, ლარტუშო, დოვნა და ჩოგი”, – განმარტა კოოპერატივის დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, ”ალაზნისთავი” ყველს როგორც ცხვრის, ისე ძროხის რძისგან აწარმოებს. საწარმოს წლიური წარმადობა ჯერჯერობით 11 ტონაა, თუმცა წარმადობის გაზრდა იგეგმება.

როგორც გიორგი აბულიძე ამბობს, ადგილობრივ ბაზარზე ამ ეტაპზე ”ალაზნისთავის” გუდის ყველი სუპერმარკეტების ქსელ “ევროპროდუქტში” იყიდება. სამომავლოდ კი სხვა ქსელების ათვისებაც განიხილება. ამასთან, კოოპერატივის დამფუძნებელი ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებასაც გეგმავს, მათ შორის ევროპის ქვეყნების.

მარიამ ლეკიაშვილი

(Visited 329 times, 1 visits today)

კომენტარები