მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ღამის კლუბში დაჭრეს. Sportall.ge-ს ინფორმაციით, ქართველი მოჭიდავე, ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ამჟამად ე.წ. “არამიანცის” საავადმყოფოში მკურნალობს.

არსებული ინფორმაციით, ორი დღის წინ თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში დათუნაშვილს უცნობ პირებთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.

მოჭიდავე, რომელიც რამდენიმე თვეში მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა წასულიყო, სავარაუდოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ასპარეზობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

(Visited 111 times, 1 visits today)

კომენტარები