საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერმინისტრის პოსტზე ქალაქ ჰავრის მერი, 46 წლის ედუარ ფილიპი დანიშნა. ინფორმაციას ავრცელებს BBC.
ფილიპი არა პრეზიდენტის ცენტრისტული, არამედ მემარჯვენე ცენტრისტი “რესპუბლიკელების” პარტიიდანაა. ეს გადაწყვეტილება, საფრანგეთის მემარჯვენე და მემარცხენე მხარეების შორის ხიდის გადების ნაბიჯად შეაფასეს. უახლოეს მომავლაში ფილიპი ქვეყნის მინისტრების კაბინეტს ჩამოაყალიბებს.