ა.წ ოთხშაბათს, 17 მაისს, 13:00 საათზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“- აწყობს სადღესასწაულო მსვლელობას.

როგორც “თბილისი თაიმსს” ორგანიზაციიდან აცნობეს, ვარდების მოედნიდან მოხდება აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების გადაბრძანება სამების საკატედრო ტაძარში. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ე დააჯილდოვებს მრავალშვილიან ოჯახებს აღავლენს პარაკლის და დალოცავს მსველობის მონაწილეებს.

მათივე ცნობით, 17 მაიის დილის 09:00 საათიდან ასევე გაიმართება ღონისძიეები სხვადასხვა ადგილას, მათ შორის: ფილარმონიის წინ, ვარდების მოედანზე, ოპერის წინ, პარლაენტის წინ და პუშკინს სკვერის მიმდებარედ. მონაწილეობას მიიღებენ ხალხური სიმღერების ანსამბლები, როგორც თბილისიდან ასევე რეგიონებიდან, წინა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში 16 მაისს 17:00 საათზე ვარდების მოედნიდან მოეწყობა ღია ავტობუსით და ავტო-კოლონით გასვლა ქ. თბილისის უბნებში და ინფორმაციის მიწოდება 17 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებების შესახებ.

(Visited 50 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*