“კონსტიტუციის ჩანაწერი, რომ მიწა განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსად არის აღიარებული, არის ის ჩანაწერი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ ქართული მიწა არ გაიყიდოს. თუმცა, ჩემი აზრით უფრო მკაფიო ჩანაწერი უნდა იყოს და განისაზღვროს,რომ ქართული მიწა უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს”. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „ტვ პირველზე“, გადაცემა „რეაქციას“ ეთერში ისაუბრა.

“რომელმა ხელისუფლებამ აკრძალა ქართული მიწების გაყიდვა? მხოლოდ “ქართული ოცნების” მე-8 მოწვევის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელმაც აკრძალა ქართული მიწების გაყიდვა, რომელიც შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა. შემოვიდა ხვნა-თესვის პროგრამა, რომ ქართველ გლეხს არ გაუჩნდეს სურვილი მისი მიწა უცხოელს მიყიდოს.

მჯერა ახალგაზრდების გულწრფელობის, მაგრამ არ მჯერა იმ ვაი პოლიტიკოსების,რომლებიც ამ ემოციებს თავისი მიზნების მისაღწევად იყენებენ.”ქართული ოცნება” იყო პირველი ხელისუფლება, რომელმაც შეაჩერა ქართული მიწების გაყიდვა. თუ სიტყვის თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, რატომ არ უნდა მივცეთ საშუალება 3 ათასამდე ადამიანს, რომ ჩაატარონ თავყრილობა, უკეთესი იქნებოდა კითხვები დასმულიყო იმ აურზაურში და პასუხებიც იქვე მოგვესმინა.

დღევანდელი შრომის კოდექსი იძლევა საშუალებას,რომ ადამიანმა სამართლიანად დაიცვას საკუთარი თავი და არაერთი შემთხვევა ყოფილა,როცა ადამიანი მიმართავს სასამართლოს და აღიდგენენ თავს სამსახურში. შრომითი ინსპექცია უნდა იყოს ქმედითი და საწარმოებში მოპატიჟებით არ უნდა შედიოდეს. თუმცა, შრომით ინსპექციას რომ გამართულად ემუშავა, ეს ფაქტი შესაძლოა მაინც მომხდარიყო.

როდესაც შრომითი კოდექსი მუშავდებოდა, ხელისუფლება იყო შემოტევის რეჟიმში, ბიზნესი ერთი მხრიდან ამბობდა, რომ ჩვენ ზემეტად მკაცრი რეგულაციები შემოვიღეთ და პროფესიული კავშირები თავისას ცდილობდნენ. ხელისუფლება პასუხისმგებელია ყველაზე და ყველაფერზე და ვერ გადაიხრება ჭარბად რომელიმე მხარეს”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 51 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*