“ოთარ ფარცხალაძე არ არის დაკითხული, თუმცა არერთხელ განვაცხადეთ,რომ მზად ვართ ნებისმიერ წუთს მოხდეს დაკითხვა. გამოძახების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ რეალური ინფორმაცია მივაწოდოთ გამოძიებას”. ამის შესახებ ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა “რუსთავი 2”-ზე, გადაცემა “არჩევანის” ეთერში ისაუბრა.

“მაშინ, როდესაც დაცვის მხარე საუბრობს ლაშას თორდიას ალკოჰოლურ თრობაზე, ეს მხოლოდ დაცვის მხარის პოზიცია არ არის. ეს არის მტკიცებულებებით, თვითმხილველების და მიმტანი პირების მიერ დადასტურებული გარემოება. რაც შეეხება ნარკოტიკულ თრობას, ოთარ ფარცხალაძე მზადაა შემოწმდეს ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ დროს ნარკოტიკებთან დაკავშირებით და ამით ლაშა თორდიას მიერ გაკეთებული განცხადება იქნება უსაფუძვლო.

დისკრედიტაცია მიმდინარეობს, როდესაც ლაშა თორდია ნარკოტიკულ თრობაზე საუბრობს. ოთარ ფარცხალაძე არ ეწევა სიგარეტს და სპორტული ცხოვრებით ცხოვრობს.კონკრეტული მიმტანის განცხადებით, რომელიც ფარცხალაძის მაგიდას ემსახურებოდა, ფარცხალაძეს, მის მეუღლეს, მიხეილ ჩოხელს და მისი დაცვის წევრს აქვთ შეკვეთილი 2 ბოთლი ცქრიალა ღვინო და მირთმეული აქვთ მხოლოდ ერთი ბოთლი ღვინო. ეს დასტურდება მტკიცებულებებით.

რაც შეეხება თორდიას, აქაც დასტურდება, რომ პირადად ლაშა თორდია მიირთმევდა მძიმე ალკოჰოლურ სასმელს. ეს ინფორმაცია ჩვენი მხრიდან იქნა მოძიებული, მაგრამ ფაქტია, რომ ამის თქმის საფუძველს ფაქტობრივი გარემოებები იძლევა” , – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 36 times, 1 visits today)

კომენტარები