17 საათის წინ
“ყველაფერი გაკეთდება, რომ ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს, შევინარჩუნოთ”
18 საათის წინ
,,პოპულარობით მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა სარგებლობს“- „ბიბლუსი“
19 საათის წინ
საკრებულოში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე რეკომენდაციები განიხილეს
19 საათის წინ
ირაკლი კობახიძე: უმრავლესობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
19 საათის წინ
ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი: ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ ინტერესს განაპირობებს

“იცვლება მხოლოდ სახელი, არსებობს ტერმინი მუნიციპალიტეტის გამგებელი და ქალაქის მერი. მათ შორის არანაირი ფუნქციური სხვაობა არ არის. ამიერიდან ყველა მუნიციპალიტეტს ეყოლება არჩეული მერი”. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახა გულედანმა ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “ქრონიკის” ეთერში ისაუბრა.

დღეს მერის წარმომადგენელი არის უფუნქციო და ვცდილობთ ამ ინსტიტუტის გაძლიერებას, ყველა ტერიტორიულ დასახლებას, სოფელს, ეყოლება სათათბირო, ეს არ იქნება ანაზღაურებადი ორგანო. სათათბიროს წარმომადგენლებს შეარჩევს სოფლის კრება, რომლებიც ჩართული იქნებიან პროცესში. ისინი პრობლემებს მერიასთან და საკრებულოსთან წარმომადგენლის სახით მიიტანენ.

ბიუჯეტის მხრივ 7 ქალაქში არაფერი იცვლება, მათ არ დააკლდებათ 1 თეთრი და საშუალება ექნებათ ის ხარჯები, რომლებსაც ადრე ნაწილს ადმინისტრაციულ ხარჯებსა და ნაწილს კაპიტალურ დანახარჯებზე მიმართავდნენ, მოახერხონ მეტი თანხების ოპტიმიზაცია და მიმართონ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. იზრდება საკრებულოების როლი, მერი თავის მოადგილეებს და სამსახურის უფროსებს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს და მხოლოდ თანხმობის შემდეგ დანიშნავს. ამის გამო გადაწყვეტილებები მიიღება არა ერთპიროვნულად მერის მიერ, არამედ შეთანხმებულად. საკრებულოს მეტი ბერკეტი ეძლევა მერიის საქმიანობის გასაკონტროლებლად” , – განაცხადა კახა გულედანმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 120 times, 1 visits today)

კომენტარები